logo_geo
eng_logo
ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ავტოტრანსპორტის მძღოლები დააჯილდოვა
- +

2 ნოემბერი. 2023. 10:22

 

 

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ორგანიზებით, ტრანსპორტელების კვირეულის ფარგლებში, მუნიციპალური ავტობუსის მძღოლები და ავტოტრანსპორტის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ.

 

ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

 

ღონისძიების ფარგლებში, ავტოტრანსპორტის 40-ამდე მძღოლსა და თანამშრომელს, რომლებიც ათეული წელი ემსახურებიან ქალაქს, მადლობის სიგელები ტრანსპორტის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ.

 

„მინდა პროფესიული დღე მივულოცო ყველა ტრანსპორტელს, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ყველა თანამშრომელს, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან ქალაქს. ფასდაუდებელია მათი შრომა და ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრიათ მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანაზე. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს და ვუსურვებ წარმატებებს“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner