ნიგერიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით „ბოკო ჰარამის“ ორ თავდასხმას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ AP წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ექსტრემისტები შტატ იობეს ერთ-ერთ სოფელს დაესხნენ თავს, 17 ადამიანი მოკლეს, შემდეგ კი, როდესაც თანასოფლელები დაღუპულთა დაკრძალვაზე შეიკრიბნენ, ნაღმის გამოყენებით კიდევ 20 ადამიანი მოკლეს.
ისლამურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ ნიგერიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით აჯანყება 2009 წელს დაიწყო. მათი მიზანი რეგიონში შარიათის კანონის რადიკალური ინტერპრეტაციის მმართველობის დაწესებაა. მათი სისასტიკის გამო სულ მცირე 35 ათასი ადამიანი დაიღუპა, 2 მილიონზე მეტს კი საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია.