logo_geo
eng_logo
ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ თავდასხმებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა
- +

2 ნოემბერი. 2023. 11:05

 

 

ნიგერიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით „ბოკო ჰარამის“ ორ თავდასხმას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ AP წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ექსტრემისტები შტატ იობეს ერთ-ერთ სოფელს დაესხნენ თავს, 17 ადამიანი მოკლეს, შემდეგ კი, როდესაც თანასოფლელები დაღუპულთა დაკრძალვაზე შეიკრიბნენ, ნაღმის გამოყენებით კიდევ 20 ადამიანი მოკლეს.

 

ისლამურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ ნიგერიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით აჯანყება 2009 წელს დაიწყო. მათი მიზანი რეგიონში შარიათის კანონის რადიკალური ინტერპრეტაციის მმართველობის დაწესებაა. მათი სისასტიკის გამო სულ მცირე 35 ათასი ადამიანი დაიღუპა, 2 მილიონზე მეტს კი საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner