ისრაელის პოლიციაში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმში ტერაქტის მომზადების ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს. ისრაელური მედიის ცნობით, შაუფატის ლტოლვილთა ბანაკში მცხოვრები ორი ადამიანი დაახლოებით სამი კვირის წინ დააკავეს.
პოლიციისა და ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები ბომბის აფეთქებასა და სროლას გეგმავდნენ.
სამართალდამცველების მტკიცებით, ეჭვმიტანილებმა კავშირი დაამყარეს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებთან და მოიპოვეს საჭირო მასალები ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად.