„ის, რაც ევროკავშირის, ევროსაბჭოს მხრიდან 1 წლის წინ მოხდა, მაშინ როდესაც, სამწუხაროდ, უსამართლოდ დაიჩაგრა საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით, დღეს ეს შეცდომა არ იქნება დაშვებული, დიდი იმედი გვაქვს ამის და საქართველო სამართლიანად მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ გაგვაჩნია მოლოდინი, რომელიც გულისხმობს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. ის, რაც ევროკავშირის, ევროსაბჭოს მხრიდან 1 წლის წინ მოხდა, მაშინ როდესაც, სამწუხაროდ, უსამართლოდ დაიჩაგრა საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით, დღეს ეს შეცდომა არ იქნება დაშვებული, დიდი იმედი გვაქვს ამის და საქართველო სამართლიანად მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
ოპოზიცია დღიდან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივისა, რადიკალურ ოპოზიციაზე მაქვს საუბარი, აკეთებს ყველაფერს, არ იღლება წინააღმდეგობების შექმნით საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით 12-პუნქტიანი გეგმის გამოცხადებიდან ძალიან მალევე. არაერთგზის ვთქვით, როგორ დადიოდნენ რადიკალები ევროპულ დედაქალაქებში და როგორ ითხოვდნენ რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი და ეს ყველაფერი სულ ცოტა ხნის წინ სწორედ ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებით დადასტურდა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.