logo_geo
eng_logo
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამა კასპის მუნიციპალიტეტში
- +

2 ნოემბერი. 2023. 12:28

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველ მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად კასპში, რუსთაველისა და ლესელიძის ქუჩების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერია 7 წელია მრავალსართულიანი ბინების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფინანსებს.

სამუშაოებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიების დახმარებით ახორციელებენ.

 

პროექტის ფარგლებში ფინანსდება:

 

  • შიდა სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის გაყვანილობა,
  • შენობის ფასადებისა და სახურავების შეკეთება,
  • სადარბაზოების შესასვლელში პანდუსების მონტაჟი,
  • სადარბაზოების კარების დამზადება და მონტაჟი,
  • მრავალბინიანი შენობის კაპიტალური გამაგრება და სხვა.

 

მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარის დაფინანსება გამოიყო, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე მერიამ აღნიშნული თანხა დამატებით 50 0000 ლარით გაზარდა.

 

წელს 9 მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის ამხანაგობების მოთხოვნა შემოვიდა მერიაში. მათგან არის დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები, ასევე, გამოცხადებულია 2 ტენდერი.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია მოსახლეობის ჩართულობით, ხელი შეუწყოს მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ჩამოაყალიბონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner