logo_geo
eng_logo
სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის ანგარიშის განხილვას დაესწრო
- +

2 ნოემბერი. 2023. 13:25

 

 

მსოფლიო ბანკმა, საქართველოში მწვანე გარდაქმნის მხარდასაჭერად, ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ბოლოდროინდელ პროგრესსა და იმ გამოწვევებზეა საუბარი, რომელიც მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც არსებობს.

 

ანგარიშის განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო და პანელურ დისკუსიაში „გამოწვევები, შესაძლებლობები და რეფორმების პრიორიტეტები მწვანე ბიზნესის მხარდასაჭერად საქართველოში“ მიიღო მონაწილეობა.

 

„ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, მწვანე ეკონომიკის მოდელზე გადასასვლელად და სათბური აირების ემისიების შესამცირებლად ქვეყანა არაერთ რეფორმას ახორციელებს. რეფორმების განხორციელების პროცესში, რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, რაც, ვფიქრობ, ბუნებრივია სიახლეების დანერგვისას. ჩვენი ქვეყანა ენერგოეფექტურობასა და ეკონომიკის მწვანე მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა რეგულაციის შემუშავებისა და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების მნიშვნელოვან ეტაპზეა. აღნიშნული რეგულაციების პრაქტიკაში სრულყოფილად და სწორად ამოქმედებისთვის, საჭიროა სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და საზოგადოების ერთობლივი მუშაობა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პარტნიორ უწყებებთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს რეფორმებისა თუ საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტიანად გატარება-დანერგვის და წარმოშობილი გამოწვევების გადასაჭრელად“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

ანგარიშის განხილვას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სამსახურების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner