არჩილ ჩიქოვანმა ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. ბათუმის მერმა ახალგაზრდებთან მუნიციპალიტეტის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტების შესახებ ვრცლად ისაუბრა.
არჩილ ჩიქოვანმა საბჭოს წევრებს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ პროექტებსა და პროგრამებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესია.
ამასთან, საბჭოს წევრებმა ბათუმის მერს ახალგაზრდული მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები გააცნეს და მიმდინარე და სამომავლო გეგმები განიხილეს. ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ ბათუმის მერისგან მიეღოთ ინფორმაცია აქტუალურ საკითხებზე.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა. არჩილ ჩიქოვანმა ახალგაზრდებისგან საინტერესო მოსაზრებები მოისმინა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაშმა და ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის წარმომადგენლებმა.