„ვფიქრობ, სიმბოლური იქნება, რომ სწორედ 8 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაცხადოს პოზიტიური შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„8 ნოემბერს ველით შეფასებას და 8 ნოემბერს არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე. იმ ილია ჭავჭავაძის, რომელმაც შექმნა თანამედროვე ევროპის ქართული გაგება ჩვენს ერში და, შესაბამისად, იმ ილია ჭავჭავაძის, რომლის პრინციპებსაც მიჰყვება ჩვენი ხელისუფლება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.