ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ გვირაბების ქსელის განადგურების ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას „Times of Israel“ ავრცელებს.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ისრაელი რობოტებისა და ფეთქებადი მოწყობილობების მეშვეობით გვირაბების განადგურებას ცდილობს.
„ჩვენ გვირაბებში შესასვლელებს დავანგრევთ. ეს სიკვდილის ზონად იქცევა. მათ შეცდომა დაუშვეს - ისეთ ადგილზე გადაწყვიტეს ყოფნა, საიდანაც გაქცევა არ შეუძლიათ. ისინი გვირაბებში დაიხოცებიან“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჯარებმა უკვე გაანადგურეს დაახლოებით 100 გვირაბი.