logo_geo
eng_logo
ლუგელას ხეობაში გაჩენილი ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია
- +

2 ნოემბერი. 2023. 19:02

 

 

ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტმა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა. მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმე საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად,  ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საშიშროება აღკვეთეს, შემდგომში კი ხანძრის სრულად ლიკვიდირება შეძლეს.

 

ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

 

ამ დროისათვის, ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება და მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner