logo_geo
eng_logo
ილია მეორე: არ ინერვიულოთ ზუგდიდის მოსახლეობავ, ღვთისმშობლის კვართი დარჩება ზუგდიდში
- +

10 სექტემბერი. 2016. 04:35



"მე გადავეცი პატრიარქს ზუგდიდის საზოგადოების თხოვნა, რომ კვართი უნდა დარჩეს ზუგდიდში და თუნდაც ერთი დღით არ გავიდეს. პატრიარქმა მითხრა, - გადაეცი ზუგდიდის საზოგადოებას, რომ არ ინერვიულონ, ღვთისმშობლის კვართი დარჩება ზუგდიდში", - ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ, ზუგდიდში ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში, ღვთისმშობლისადმი სამადლობელი პარაკლისის შემდეგ განაცხადა.



საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ღვთისმშობლის კვართი და სიწმინდეები დარჩება ზუგდიდში.


დღეს 8 სექტემბერს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი. პარაკლისის შემდგომ ქადაგებისას მეუფე გერასიმემ ზუგდიდის საზოგადოებასა და მრევლს გააცნო პატრიარქის პოზიცია ამ თემის თაობაზე.


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არ ეთანხმება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის ლევან ხარატიშვილის მიერ ხელმოწერილ განკარგულებას, რის საფუძველზეც სამინისტრომ ნება დართო ხობის დედათა მონასტრის წინამძღვარს დეკანოზ ილია ლომაიას "ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმში" დაცული სიწმინდეებისა და ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებაზე ხობის ხარების დედათა მონასტერში.


აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ადგილობრივი მოსახლეობის აღელვება გამოიწვია, რადგან მინისტრის მოადგილემ საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირების გარეშე გაცსა განკარგულბა და ნებართვა სიწმინდე გასულიყო ქალაქიდან.


გუშინ, სასულიერო პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოამდგენლებს, მოსახლეობას, ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრში შეხვედრაზე მეუფე გერასიმე შეპირდა, რომ კულტურის მინისტრის მოადგილის ამ გადაწყვეტილებას გააცნობს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, რადგან პატრიარქმა უკვე 2007 წელს ბრძანა, რომ ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდში იქნება. მიტროპოლიტმა ასევე ბრძანა, რომ კულტურის სამინისტრომ ღვთისმშობლის კვართზე გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ  საპატრიარქოსგან თანხმობა არ ჰქონია.


გუშინვე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი შეხვდა კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომლის გადაწყვეტილებით ღვთისმშობლის კვართი თუნდაც ერთი დღით, არ იქნება გადაბრძანებეული ხობში. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არ ეთანხმება  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის ლევან ხარატიშვილის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რის საფუძველზეც სამინისტრომ ნება დართო ხობის დედათა მონასტრის წინამძღვარს დეკანოზ ილია ლომაიას "ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმში " დაცული სიწმინდეებისა და ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებაზე ხობის ხარების დედათა მონასტერში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner