მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ნებისმიერი შენიშვნა ან ამ საკითხის დაკავშირება ევროპულ მომავალთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს არასამართლიანად მიაჩნია.
„მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საქართველომ ძალიან ბევრი დაუმსახურებელი საყვედური მიიღო. ის, რომ ნებისმიერ პატიმარს ჰქონდეს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება და ის, რომ სახელმწიფო აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ პატიმრისთვის ყველა პირობები ყოფილიყო ეს დღეს გამოჩნდა. ჩვენი პარტნიორები ხვდებიან, რომ ის, რაზეც ჩვენს ვსაუბრობთ და რასაც ვამბობდით ეს იყო სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.