logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: კომიტეტს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს
- +

2 ნოემბერი. 2023. 21:20

"მინდა კომიტეტის სახელით გამოვეხმაურო და მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კარგი თანამშრომლობისთვის, რომელიც რამდენიმე სერიოზული მიმართულებით გვაქვს და თითოეული მათგანი აღნიშვნას მოითხოვს," - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პლენარულ სხდომაზე გამოსვლის შემდეგ. ირაკლი ქარსელაძეს დეპუტატებმა დღეს „მინისტრის საათის“ ფარგლებში მოუსმინეს.

 



მიხეილ სარჯველაძის თქმით, არაერთი მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუნიციპალიტეტებს კონკრეტული ამოცანები აქვთ განსაზღვრული და აქ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების, აღმასრულებელი ხელისუფლების მხარდაჭერა და თანამშრომლობა.

 


ეს შეეხება სოციალური მუშაობის განვითარებას, ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას და მის მონიტორინგს. შესაბამისად, სამინისტროსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო მთლიანად სამინისტროს, მინისტრს პერსონალურად და გამორჩეულად მადლობა ქალბატონ მზია გიორგობიანს. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალშიც ჩვენი ეს თანამშრომლობა შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner