"შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ყველამ ვიხილეთ - USAID-ის ადგილობრივი ოფისი, რომელიც საქართველოში დიდი ხანია საქმიანობს, აღმოჩნდა, რომ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მშვიდობიანობის წინააღმდეგ მიმართულ პროექტებს აფინანსებს," - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„მიუხედავად ამისა, ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობებს ზიანი მაინც ვერ მიადგება, იმიტომ რომ საქართველო და აშშ ხელიხელჩაკიდებულები რთულ გზაზე დავდივართ და მომავალშიც ასე ვივლით“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.