logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების სამუშაო ჯგუფის
- +

2 ნოემბერი. 2023. 23:04

ბერლინში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, მია შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: ლატვიის, შვედეთის, ავსტრიის, მონტენეგროს სლოვენიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე, მოლდოვას, უნგრეთის და ალბანეთის წარმომადგენლები.

 

 

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე.

 

 

ილია დარჩიაშვილმა მონაწილეებს გააცნო ქართული მხარის მიერ გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა ევროპელი პარტნიორების მხრიდან, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, შესაბამის გადაწყვეტილებაში აისახება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner