logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: ერთი წლის წინ ვერავინ გაბედავდა და ახლა, საერთაშორისო პრესას თუ გადახედავთ, ყველგან იბეჭდება სტატიები უკრაინის კორუფციაზე
- +

2 ნოემბერი. 2023. 23:38

"არესტოვიჩი, რომელიც რადიკალური ფრთის სპიკერი იყო და ყველა ტელევიზიაში გამოჰყავდათ როგორც მხსნელი ამ ქვეყნის, დღეს პირდაპირ ამბობს, რომ მსგავსი კორუფცია უკრაინას არ ახსოვს," - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

„ტაბუდადებული თემები იყო ზელენსკისთან, უკრაინის ხელისუფლებასთან დაკავშირებით. დაახლოებით ერთი წლის წინ ვერავინ გაბედავდა და ახლა, საერთაშორისო პრესას თუ გადახედავთ, ყველგან იბეჭდება სტატიები უკრაინის კორუფციაზე, იარაღით ვაჭრობაზე. აღარავინ საუბრობს უკრაინის გამარჯვებაზე. ჩვენი, „ხალხის ძალის“ განსაკუთრებული რადიკალური ქმედებები ამას ემსახურებოდა. ამ ძალებს უნდოდა, რომ საქართველოშიც მსგავსი სიტუაცია მომხდარიყო. ჩვენმა ხმამაღალმა განცხადებებმა თავისი როლი ითამაშა“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner