"მაქვს მოლოდინი, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. სხვა მოცემულობას მე ვერ ვხედავ. ყველა პარამეტრით ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუს იმსახურებს," - ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მაგრამ თუ იმ გზით წავიდნენ, რომ სტატუსი არ მოგვცეს, ეს ძალიან ცუდი პროცესების გამომწვევი იქნება. გააქტიურდება რადიკალური ოპოზიცია. „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა პოლიტიკური რესურსი არ აქვს, რაღაც ახალს მოცემულობას ქმნიან. ავიღოთ ეს გახარია, „ლელო“, ალბათ სალომეს ჩაუყენებენ სათავეში. რაღაც ნაპერწკალი სჭირდებათ რომ ეს ყველაფერი გადაიტანონ რადიკალიზაციის პროცესში და ეს ბიძგი იქნება სტატუსზე უარი“, - აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.