logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: როდესაც მანდატს ითხოვს პრეზიდენტი, რომ წავა და სტატუსზე იზრუნებს და ამავდროულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრზე ასე საუბრობს, რომ მთავრობას არ სურს კანდიდატის სტატუსი, საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ?!
- +

2 ნოემბერი. 2023. 23:55

"სალომე ზურაბიშვილმა ახლახან მისცა ინტერვიუ ამერიკულ ტელეარხს. ჟურნალისტი კითხვას სვამს პრემიერ-მინისტრზე, მას სურს თუ არა კანდიდატის სტატუსის მიღებაო. მისი პასუხია, ხალხიც ასე ფიქრობს, საქართველოს მოსახლეობამაც დღემდე ვერ გაარკვია ესო," - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა

 

 

მისი თქმით, „ხალხის ძალა“ საუბრობდა აკერმანის ჯგუფზე და დრომ აჩვენა, რომ სიმართლე იყო მათი განცხადებები.

 

 

„ადრე ჩვენ ვსაუბრობდით აკერმანის ჯგუფზე, ეს ხდებოდა ჯერ კიდევ სტატუსის მიღებამდე და როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ქილიკობდნენ ამ თემებზე, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ დამტკიცდა?! ეს ადამიანები, მაგალითად სალომე ზურაბიშვილი რას ემსახურება? დღეს რა არის სალომე ზურაბიშვილის როლი, რატომ წავიდა ამ გამწვავებაზე და კონსტიტუციის დარღვევაზე?! ახლა რადიკალური ფრთა, სააკაშვილის ფრთა ნელ-ნელა გაწიეს გვერდზე, რადგან ერთი მფარველი ჰყავთ, მანაც იგრძნო სიტუაცია და შემდეგ შეარბილა განცხადებები.

 

 

როგორ გგონიათ, სალომე ზურაბიშვილი თავისი ინიციატივით შეიწყალებდა გვარამიას, ან კონსტიტუციას დაარღვევდა?! ახლახან მისცა ინტერვიუ ამერიკულ ტელეარხს. ჟურნალისტი კითხვას სვამს პრემიერ-მინისტრზე, რომ მას სურს თუ არა კანდიდატის სტატუსის მიღება. მისი პასუხია, ხალხიც ასე ფიქრობსო, საქართველოს მოსახლეობამაც დღემდე ვერ გაარკვიაო. ჩვენ პრემიერ-მინისტრზე ამერიკულ ტელეარხთან საუბრობს. როდესაც მანდატს ითხოვს, რომ წავა სტატუსზე იზრუნებს და ამავდროულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრზე ასე საუბრობს, რომ მთავრობას არ სურს კანდიდატის სტატუსი, საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ?!“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner