logo_geo
eng_logo
WSJ: აშშ-ის დაზვერვა შიშობს, რომ „ვაგნერმა“ შესაძლოა „ჰეზბოლას“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გადასცეს
- +

3 ნოემბერი. 2023. 01:14

აშშ-მა მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიარაღებულმა ფორმირება „ვაგნერმა“ შესაძლოა ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გადასცეს, რომელიც დასავლეთში SA-22-ის სახელით არის ცნობილი. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

 

 

როგორც გაზეთი იუწყება, ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვერ ადასტურებს, გადასცა თუ არა უკვე „ვაგნერმა“ „ჰეზბოლას“ საზენიტო კომპლექსი, თუმცა დაზვერვა მუშაობას განაგრძობს და კომპლექსის შესაძლო გაგზავნა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner