logo_geo
eng_logo
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
- +

3 ნოემბერი. 2023. 01:25

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა გამოაცხადა სანქციების ყოვლისმომცველი პაკეტი 130 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სამხედრო წარმოებისთვის ტექნოლოგიების მიწოდებაში ეხმარებიან.

 

 

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შეზღუდვები დაუწესა ათობით ადამიანსა და კომპანიას თურქეთიდან, ჩინეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელთა მეშვეობითაც რუსეთმა ტექნოლოგიის, აღჭურვილობისა და სხვა საშუალებების იმპორტი განახორციელა, რომელიც საჭიროა მისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდასაჭერად და შესანარჩუნებლად.

 

 

გარდა ამისა, აშშ-მა რუსეთის საბანკო და ტექნოლოგიური სექტორის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა, რომლებიც ჩართულნი არიან მოწინავე ტექნოლოგიების დაფინანსებაში, კვლევაში, შემუშავებასა და იმპორტში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner