ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის სახმელეთო ძალებმა ქალაქი ღაზა ალყაში მოაქციეს.
"ჩვენმა ჯარებმა დაასრულეს ქალაქ ღაზის ალყაში მოქცევა, სადაც "ჰამასის" აქტივობის ცენტრია", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა პრესკონფერენციაზე.
დანიელ ჰაგარიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ამ დროისთვის საერთოდ არ განიხილება.