logo_geo
eng_logo
„ცაჰალის“ სპიკერი: ქალაქი ღაზა ალყაშია მოქცეული, ცეცხლის შეწყვეტა არ განიხილება
- +

3 ნოემბერი. 2023. 00:57

ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის სახმელეთო ძალებმა ქალაქი ღაზა ალყაში მოაქციეს.

 

 

"ჩვენმა ჯარებმა დაასრულეს ქალაქ ღაზის ალყაში მოქცევა, სადაც "ჰამასის" აქტივობის ცენტრია", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა პრესკონფერენციაზე.

 

 

დანიელ ჰაგარიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ამ დროისთვის საერთოდ არ განიხილება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner