logo_geo
eng_logo
ვლადიმირ ვაისი: სამწუხაროა, რომ ამისულაშვილი ტოვებს საქართველოს ნაკრებს
- +

10 სექტემბერი. 2016. 04:52



საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთელმა, ალექსანდრე ამისულაშვილმა დატოვა, რაზეც კომენტარი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.


ვაისმა განაცხადა, რომ ამისულაშვილის აზრი მისთვის ნაკრების ფეხბურთელებთან ურთიერთობისას გასათვალისწინებელი იყო.

 

"ამისულაშვილი ძალიან კარგი ფეხბურთელი და ასევე ძალიან კარგი ადამიანია. მან ეს დაამტკიცა თავისი მრავალწლიანი კარიერის მანძილზე, როგორც ნაკრებში, ისე კლუბში თამაშისას. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ის ტოვებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მან თავისი გადაწყვეტილების შესახებ შემატყობინა და ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია მისი გადაწყვეტილება.

 

ის ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და ამ ნახევარი წლის მანძილზე გვერდში მედგა. მისი აზრი, როგორც დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშის, ჩემთვის გასათვალისწინებელი იყო, განსაკუთრებით ნაკრების ფეხბურთელებთან ურთიერთობისას. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მომავალ საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner