აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თელ-ავივში ვიზიტის ფარგლებში განიხილავს იმ ნაბიჯებს, რომელიც ისრაელს შეუძლია და უნდა გადადგას მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის შესამცირებლად.
"ჩვენ ვისაუბრებთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც შეიძლება და უნდა გადაიდგას ღაზაში კაცების, ქალებისა და ბავშვებისთვის ზიანის შესამცირებლად და ეს არის ის, რისი ერთგულიცაა შეერთებული შტატები", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ბლინკენი შეხვდება ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის მთავრობის სხვა ლიდერებს.