ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელის ძალები ალყაში აქცევენ ქალაქ ღაზას და აძლიერებენ სამხედრო ოპერაციებს.
"ჩვენი ჯარისკაცები ბოლო რამდენიმე დღეა ღაზაში მოქმედებენ, რამდენიმე მიმართულებიდან [ქალაქ ღაზას] ალყაში აქცევენ და აძლიერებენ [სამხედრო] ოპერაციებს. ჩვენი ძალები ღაზის ძალიან მნიშვნელოვან რაიონებში იმყოფებიან", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა.
ჰერცი ჰალევიმ ასევე განაცხადა, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები იბრძვიან რთულ ურბანულ ზონაში, რაც მოითხოვს პროფესიონალურ ბრძოლასა და გამბედაობას.