logo_geo
eng_logo
გიორგი გამსახურდია: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა და პოლიტიკური გუნდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა, ქართული ინტერესებიდან გამოდის
- +

3 ნოემბერი. 2023. 00:16

"პოლიგონი რომ არ გავხდით, მეორე ფრონტი რომ არ გავხსენით, სისხლში არ ვაბანავეთ ჩვენი კიდევ ერთი მომავალი თაობა, ეს არის სახელმწიფო ინტერესის წინააღმდეგ წასვლა?!" - ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა და პოლიტიკური გუნდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა, ქართული ინტერესებიდან გამოდის.

 

 

რაში გამოიხატება სახელმწიფოს მხრიდან ქვეყნის დამაზიანებელი პოლიტიკა? პოლიგონი რომ არ გავხდით, მეორე ფრონტი არ გავხსენით, სისხლში არ ვაბანავეთ ჩვენი კიდევ ერთი მომავალი თაობა, ეს არის სახელმწიფო ინტერესის წინააღმდეგ წასვლა?! დღევანდელ სიტუაციაში რა უნდა გვექნა? რა მოცემულობას გვთავაზობენ, რა უნდა გვექნა?! დღეს, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა და პოლიტიკური გუნდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა, ისინი ქართული ინტერესებიდან გამოდიან.

 

 

ფარას კანონზე არახამია აანონსებს, რომ უნდა მივიღოთო. სლოვაკეთმა მიიღო, პოლონეთში არის ეს კანონი და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა იქ გამჭვირვალეა ბოლო კაპიკამდე. რაც უნდა გააკეთო ახლა შენ, კარგი თუ ცუდი, იმ სოუსს დაასხამენ, რადგან უნდათ რომ სხვა მიმართულებით წავიდეს ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner