„როდესაც დღეს უკვე შედეგი ხილული ხდება, რომ ამ გზაზე წარმატების რეალური შანსი არის, დღეს დაირაზმნენ რადიკალური ოპოზიცია, მათ შორის „ენჯეოები“, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ხელისუფლება არა“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„არადა ამას ევროკომისია და ევროსაბჭოს ანიჭებს ქვეყანას და საქართველო არ არის ტომი, რომელიც განყენებულად განიხილება, საქართველო არის სახელმწიფო“, - აღნიშნავს ქადაგიშვილი.
საქართველო ევროკომისიის ანგარიშის მოლოდინში - ევროკომისია 8 ნოემბერს იტყვისმ, როგორ ასრულებს ქვეყანა რეკომენდაციებს. ევროპული დავალებების შესასრულებლად გაწეული სამუშაოს ფონზე, მმართველ გუნდს პოზიტიური მოლოდინები აქვს.