logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: სააკაშვილის განცხადების უკან არანაირი კონკრეტული ფაქტობრივი მასალა არ არსებობს, სწორედ ამიტომ თქვა უარი სამართალდამცველებთან თანამშრომლობაზე
- +

3 ნოემბერი. 2023. 10:11

 

 

სააკაშვილის ეს განცხადება კიდევ ერთხელ აძლევს საზოგადოებას იმის სწორი აღქმის შესაძლებლობას, რომ ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა ორიენტირებული“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა.

 

მისი განცხადების უკან არანაირი კონკრეტული ფაქტობრივი მასალა არ არსებობს და რაც არ არსებობს, იმაზე ვერავის გაუზიარებს ინფორმაციას. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მან უარი თქვა სამართალდამცველებთან თანამშრომლობაზე“, - აღნიშნა მიქანაძემ.

 

პატიმარი ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული დივერსიული ჯგუფის შემოსვლასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა მოსთხოვა. როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სუს-ის მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner