logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი სააკაშვილზე: რაც უფრო არანორმალურ განცხადებას გააკეთებს, რაც უფრო შორს იქნება იმ რეალობიდან, რაც საქართველოშია, უფრო მეტ ყურადღებას დაიმსახურებს
- +

3 ნოემბერი. 2023. 10:15

 

 

“რაც უფრო არანორმალურ განცხადებას გააკეთებს, რაც უფრო შორს იქნება იმ რეალობიდან, რაც საქართველოშია, უფრო მეტ ყურადღებას დაიმსახურებს”, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მორიგ „ფეისბუქ“ პოსტს.

 

სკანდალური განცხადებების გაკეთება არის სტილი, რომელიც სააკაშვილმა აირჩია. საქართველო არის სტაბილური ქვეყანა, რომელსაც ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს შენარჩუნებული. რასაკვირველია, ეს წყობიდან გამოიყვანს სააკაშვილს, რომელიც სტაბილური ხასიათით ან აზროვნებით არ გამოირჩევა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

პატიმარი ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული დივერსიული ჯგუფის შემოსვლასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა მოსთხოვა. როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სუს-ის მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner