„გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული აქცენტები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევროკავშირი ძალიან სერიოზულად განიხილავს გაფართოების საკითხს“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„ეს სურათი, რომ ჩვენ ყველა ერთად ვმსჯელობთ, როგორი უნდა იყოს ევროკავშირი, ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სერიოზულად განიხილავენ კანდიდატი ქვეყნების მოსაზრებებს, ვინაიდან ეს ფორმატი საფუძველს უდებს ჩვენს თანაცხოვრებას, ერთად ევროპის ახალი მომავლის შენებას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა: „საქართველოში საზოგადოების დიდმა ნაწილმა გარკვევით გამოხატა სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ. ჩვენ არ დავტოვებთ ამ ხალხს მარტო“.