გურჯაანის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი, გურჯაანის მერი გიორგი მაჭავარიანი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ლაბორატორიაში არსებული დიაგნოსტიკის მიმართულებები, დანერგილი კვლევის მეთოდები და ლაბორატორიის სამომავლო გეგმები განიხილეს.
„ჩვენ გვჭირდება ძლიერი ლაბორატორიული ქსელი სოფლის მეურნეობის მიმართულებით; გურჯაანში გარემონტდა ლაბორატორიის შენობა და აღიჭურვა ახალი ტექნიკით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიული სექტორი აქტიურად ვითარდება, რაც ხელს უწყობს ქართული პროდუქციის ხარისხის კონტროლს და ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
გურჯაანის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონის ლაბორატორიის არსებობა.
გურჯაანის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.