კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუდან იმ ფრაგმენტს აქვეყნებს, რომელშიც ზურაბიშვილი ჰყვება, ხუთი წელი როგორ ცდილობდა აშშ-ის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ.
„ეს ნაწყვეტი სალომეს ინტერვიუდან CBS-ზე, განზრახ ოკუპანტის საიტიდან ავიღე, რათა მავნებლობის მასშტაბი გვენახა. 5 წელი პრეზიდენტს, ქვეყნის სიმბოლოს, ყურმილის აღებასაც რომ არ აღირსებ, თუ ეს სიმართლეა, სტრატეგიული ბატონყმობა ჰქვია და არა პარტნიორობა! მსგავს განცხადებას კი - უგუნურება!“ - წერს ხაინდრავა.