„პარი სენ-ჟერმენი“ ზამთრისთვის ძალიან ამბიციური პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელშიც განსაკუთრებული როლი ხვიჩა კვარაცხელიას დაეკისრება – ინფორმაციას Fichajes.net ავრცელებს.
„სეზონის ბოლოს კილიან მბაპე, სავარაუდოდ, მადრიდის „რეალში“ გადავა, მის შემცვლელს კი „პარი სენ-ჟერმენი“ უკვე ეძებს და ამ პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელიას მოიაზრებს.
პარიზელებს, როგორც ჩანს, ძალიან მოსწონთ „ნაპოლის“ შემტევის სათამაშო სტილი და თუ მბაპე წავა, შეიძლება კვარაცხელიას ტრანსფერი მათთვის პრიორიტეტული გახდეს. თუმცა, „ნაპოლისთან“ მოლაპარაკება ადვილი საქმე არ იქნება.
„ნაპოლი“ კვარაცხელიას დაახლოებით 170 მილიონ ევროდ აფასებს, რაც მნიშვნელოვანი თანხაა. მიუხედავად პსჟ-ის მიერ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაწეული მნიშვნელოვანი ხარჯებისა (300 მილიონ ევროზე მეტი), კატარელთა კუთვნილებაში მყოფი კლუბისთვის ასეთი გარიგება შეუძლებელი არ იქნება“, – წერს გამოცემა Fichajes.net.