logo_geo
eng_logo
საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის 170 და ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა 1357 ფაქტი
- +

10 სექტემბერი. 2016. 10:34



შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.


2016 წლის 6-8 სექტემბერს, საპოლიციო კონტროლის დროს სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 170 დანაშაული, მათ შორის:


ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) - 59 ფაქტი;


ქურდობის (სსკ-ის 177-ე მუხლი) - 20 ფაქტი;


ოჯახური ძალადობის (სსკ-ის 126 პრიმა მუხლი) - 4 ფაქტი;


ცემის (სსკ-ის 125-ე მუხლი) - 2 ფაქტი;


ძალადობის (სსკ-ის 126-ე მუხლი) - 2 ფაქტი;


ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლი) - 50 ფაქტი;


პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის (სსკ-ის 353-ე მუხლი) - 1 ფაქტი.


საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1357 შემთხვევა, მათ შორის:


ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) - 50 ფაქტი;


დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) - 31 ფაქტი;


ცივი იარაღის ტარების (ასკ-ის 181 პრიმა მუხლი) - 29 ფაქტი.


საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 4 ავტომატი, 12 პისტოლეტი, 2 რევოლვერი, 2 შაშხანა, 12 გადაჭრილი სანადირო თოფი, 8 სანადირო თოფი, 1 შაშხანად გადაკეთებული პნევმატური თოფი და სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნები.


სამართლდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.


საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 31, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის - 30 პირი დააკავეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner