logo_geo
eng_logo
დედაქალაქის მერი კახა კალაძე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოებს გაეცნო
- +

3 ნოემბერი. 2023. 14:16

 

 

უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოებს თბილისი მერი კახა კალაძე მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

 

მისი თქმით, ამ დროისთვის, დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია - განახლებულია წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები.

 

უნივერსიტეტის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ასფალტის საფარის ქვედა ფენები უკვე დაგებულია. მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევის სამუშაოები. დაახლოებით, ორი-სამი კვირა სჭირდება, რომ ასფალტის ბოლო ფენები დაიგოს, ასევე, ავტობუსის გაჩერებებზე გაკეთებულია ბეტონის გზა. გარდა ამისა, დამონტაჟდება ლედ სანათები, მოეწყობა საპარკინგე ადგილები და ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

პროექტის ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით გზის  დამცავი კედლები ეწყობა.

 

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და პარლამენტის დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner