„ოპოზიციონერებს, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულები არიან ამ ოპოზიციურ ძალებთან აქვთ მხოლოდ ერთი ინტერესი, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანი გამოეხმაურა სერგი კაპანაძის სტატიას, სათაურით - „საქართველო ანტიდასავლურ დრამზე ურტყამს“, რომელსაც გამოცემა „თრანზიშნ მედია“ აქვეყნებს. მისი თქმით, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუს არ მიანიჭებენ, „მათი მიზანია ეს ყველაფერი გამოიყენონ ქვეყანაში დესტრუქციისთვის“.
„მათი მიზანია, რომ არმინიჭების შემთხვევაში ეს ყველაფერი გამოიყენონ ქვეყანაში დესტრუქციისთვის. რამდენიმე აღიარება, რომელიც მოვისმინეთ ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ, თავის დროზე თვითონაც მონაწილეობდნენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ხოლო დღეს ცდილობენ რამენაირად ჩამოირეცხონ ის სირცხვილი, რომელიც გამოიხატება მათი მხრიდან ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.