logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციის და არასამთავრობოების ნაწილზე: საქართველომ თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად ყველაფერი გააკეთა და ნებისმიერი ქართველი, ვისაც გული შესტკივა საქართველოს ევროპულ მომავალზე, ამას უნდა ამბობდეს
- +

3 ნოემბერი. 2023. 15:31

 

 

საქართველომ გააკეთა ყველაფერი თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად. ეს არის ის, რასაც უნდა ამბობდეს ნებისმიერი ქართველი, ვისაც გული შესტკივა საქართველოს ევროპულ მომავალზე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, შეფასებები, რომელიც ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილისგან ისმის, რამდენიმე თვის წინ ევროკომისარსაც კი არ გაუკეთებია. ბოჭორიშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელს უშლიან, თუმცა, ევროპელი პარტნიორები კარგად ხედავენ, რას აკეთებს ქვეყანა სტატუსის მისაღებად.

 

"რაც შეეხება შეფასებებს, ასეთი შეფასება თავად ევროკომისარსაც არ გაუკეთებია, რომ საქართველოს დანარჩენი სამი რეკომენდაციის გარდა, არაფერი შეუსრულებია ივნისში. ივნისის შემდეგ, კიდევ უამრავი რამ გაკეთდა და  საქმეც ამაშია, რომ მათ არც გაკეთებული საქმის დანახვა უნდათ და ხელის შეშლის გარდა, არაფერს აკეთებენ. ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ და შეაფასებენ იმას, რასაც საქართველო აკეთებს და რასაც საქართველო იმსახურებს და საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროპულ მომავალს." - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner