logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მომდევნო წელს ჩვენ დავიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად, საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ, უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახებს. 1000- ამდე ასეთი ოჯახს ჩვენ შევუძენთ ბინებს და იცხოვრებენ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში
- +

3 ნოემბერი. 2023. 17:46

 

 

ჩვენ მოვიცავით თითქმის ყველა ჯგუფი, გაიზრდება 9 აპრილის მონაწილეთა, პოლიტრეპრესირებულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუფსიდია და ეს ჯამურად საკმაოდ დიდი თანხებია, რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს, საკმაოდ მცირე თანხები იყო და ესეც ზოგჯერ გავაოთხმაგეთ და გავახუთმაგეთ რიგ შემთხვევაში”, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა,  მომდევნო წელს დაიწყება  ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად, საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი იქნებიან  უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახები.

 

ასევე მომდევნო წელს ჩვენ დავიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად, საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ, უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახებს. ჩემი დავალებით, ჩვენ შევისწავლეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, სამი შვილი და მეტი ვისაც ჰყავს, უსახლკარო ან გაუსაძლის პირობებში, ასე ვთქვათ, მაცხოვრებლებს, შევაფასეთ მათი მდგომარეობა და ასეთი არის დაახლოებით 1000-ამდე ოჯახი, ვისაც 3 შვილი და მეტი ჰყავს და არიან გაჭირვებულები და სოციალურად დაუცველები. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1000- ამდე ასეთი ოჯახს ჩვენ შევუძენთ ბინებს და იცხოვრებენ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში. ეს იქნება ორ წლიანი პროგრამა მაქსიმუმ. ჩვენ გაისად დავიწყებთ ამ პროგრამას და აქაც დაახლოებით 50 მილიონი ლარი ჯამურად დაიხარჯება, 25 მილიონი ლარი დაიხარჯება 2024 წელს და შემდეგ მეორე 25 მილიონი ლარი 2025 წელს.  ვფიქრობ,  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები იღებდნენ ასეთ ყურადღებას და მთავრობისგან არცერთი არ უნდა იყვნენ მიტოვებული“, -  განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner