logo_geo
eng_logo
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
- +

3 ნოემბერი. 2023. 17:57

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან შეხვედრა გამართა.

 

ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად დანიშნული ატაშე, ადილ ბაღიროვი წარუდგინა, რომელიც ახლახანს შეუდგა საქართველოში საქმიანობას.

 

ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პოლიციის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ სახელმწიფოს შორის არსებული ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობა სამართალდაცვის სფეროში. შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლიციის ატაშეების მნიშვნელოვან როლზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაში.

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე და მზადყოფნა გამოხატეს აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა მომავალში სხვადასხვა მიმართულებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner