3 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროფესიულ დღესასწაულს - დიპლომატის დღეს აღნიშნავს. ეს არის დღე, როდესაც გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაში და განამტკიცებენ საქართველოს რეპუტაციას.