logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალოვან უწყებებს ჯამურად თითქმის 200 მლნ-ზე მეტით გაეზარდა დაფინანსება, თავდაცვის სამინისტროს დამატებით 10 მილიონს გამოვუყოფთ, შსს-ს კი დამატებით 50 მილიონს მივცემთ, საიდანაც 20 მლნ ლარი სახანძრო-სამაშველო მანქანების და ტექნიკის შეძენა
- +

3 ნოემბერი. 2023. 18:19

 

 

ძალოვან უწყებებს ჯამურად თითქმის 200 მლნ-ზე მეტით გაეზარდა დაფინანსება“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, თავდაცვის სამინისტროს დამატებით 10 მილიონი გამოეყოფა, შსს-ს კი დამატებით 50 მილიონს მისცემს მთავრობა, საიდანაც 20 მლნ ლარი სახანძრო-სამაშველო მანქანების და ტექნიკის შეძენას მოხმარდება.

 

რაც შეეხება ძალოვან უწყებებს, ვიცით, რომ თითქმის 200 მლნ-ზე მეტით გაეზარდა ჯამურად შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ჩვენ დამატებით გამოვუყოფთ თავდაცვას 10 მილიონს. 50 მილიონს შინაგან საქმეთა სამინისტროს მივცემთ, საიდანაც 20 მლნ ლარი მოხმარდება სახანძრო-სამაშველო მანქანების და ტექნიკის შეძენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია, ფრანგული წარმოების ვერტმფრენები შეძენილია და ეტაპობრივად დაიწყება მოწოდება 2024 წელს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner