logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე ჩეხეთის ელჩს შეხვდა
- +

3 ნოემბერი. 2023. 18:45

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა.

 

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული ურთიერთობები, როგორც საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს რეგიონებში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას.

 

შეხვედრისას საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და მოლოდინზე ისაუბრეს.

 

საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჩეხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, სადაც მიმოვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები. ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში.

 

ნიკოლოზ სამხარაძემ ჩეხეთის ელჩს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner