logo_geo
eng_logo
საქართველო-ირანს შორის ფრენაზე ნებართვა ერთ ქართულ და ორ ირანულ ავიაკომპანიაზე გაიცა
- +

17 თებერვალი. 2016. 12:22


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო-ირანს შორის ფრენაზე ნებართვა ერთ ქართულ და ორ ირანულ ავიაკომპანიაზეა გაცემული.



მისი თქმით, გასულ კვირას „ჯორჯიან ეარვეიზზე" მრვალჯერადი, არარეგულარული გადაყვანა-გადაზიდვების ნებართვა გაიცა თეირანის მიმართულებით, რაც შეეხება ირანულ ავიაკომპანიებს, დღესდღეობით ორ ირანულ ავიაკომპანიაზეა რეგულარული ფრენის ნებართვა გაცემული.



ერთია „Qeshm Airlines"; ის კვირაში ორი სიხშირით, მარტის შუა რიცხვებიდან გეგმავს რეისების დაწყებას. მეორე „ATA Airlines", რომელიც ასევე კვირაში ორი სიხშირით, თებერვლის ბოლოდან გეგმავს, განაახლოს ფრენა თეირანიდან თბილისის მიმართულებით", - განაცხადა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner