logo_geo
eng_logo
თედო ჯაფარიძე: თურქეთი იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენი ქვეყნის მეგობარი
- +

11 მარტი. 2016. 15:45


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძის განცხადებაში, რომელიც ბოლო დროს თურქეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხება, ნათქვამია, რომ თურქეთი იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენი ქვეყნის მეგობარი და საიმედო პარტნიორი.



მისი თქმით, ბოლო 25 წლის მანძილზე, თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს უპირობოდ უჭერს მხარს.



საქართველო და თურქეთი ერთად მონაწილებენ რეგიონული და გლობალური მასშტაბის პროექტებში. მათ შორისაა ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ენერგოდერეფნის პროექტი, რომლის 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ მიმდინარე წლის ზაფხულში. ასევე, ბაქო-თბილისი-ყარსის წარმატებით განვითარებული პროექტი, ჩვენი თანამშრომლობის კიდევ ერთი გამოხატულება იქნება.

 

ჩვენი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, მთავრობის წევრები, საკანონმდებლო ორგანოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს. ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში თურქეთს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ინიციატივებზე, რომლებიც შავი ზღვის რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას უკავშირდება.

მჯერა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ჩვენ ქვეყნებს შორის მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი ხალხების, სახელმწიფოების და მთლიანად რეგიონის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია თედო ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner