logo_geo
eng_logo
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
- +

3 ნოემბერი. 2023. 20:16

"გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და საბჭოს წევრი რიმა ბერაძე საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ, "- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 



მათივე ცნობით, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა სტუმრებს გააცნო საბჭოს საქმიანობა, ისაუბრა ქალების წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებაზე, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე.

 



შეხვედრაზე საუბარი შედგა გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს ქალთა საბჭოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

 



თქვენ, საქართველოში უძველესი ქალთა ორგანიზაციის წევრები ხართ და გაერთიანებული ხართ იმიტომ, რომ აღიარებთ ქალების უმნიშვნელოვანეს როლს. ჩვენი დღევანდელი შეხვედრითაც ამის ხაზგასმა გვინდოდა და სწორედ დღეს ეყრება საფუძველი ჩვენს თანამშრომლობას იმ მნიშვნელოვანი იდეების განხორციელებისთვის, რომელიც ქალების გაძლიერებას გულისხმობს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner