სააკაშვილის მმართველობის დროს ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნაბიჯებს იხსენებს ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე და ამ ფონზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევებს უსვამს ხაზს. როგორც მან განაცხადა, ხალხი ბრძენია და შეუძლია თეთრისა და შავის გარჩევა.
„სააკაშვილის რეჟიმის ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ამიხსნან ერთი, რომელი ნაბიჯი იყო ევროპული? ქუჩაში ხალხის ხოცვა, ციხეებში მამაკაცების გაუპატიურება (მაინც ვიტყვი ამ სიტყვას), ტელევიზიების დარბევა - რომელი მათი ნაბიჯი იყო ევროპული?
„ქართული ოცნება“ მოსვლის დღიდან დაადგა და ადგას ევროპულ კურსს, რაც ჩვენი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. გააკეთა რა - ასოცირების შეთანხმება, სავაჭრო ხელშეკრულება, ევროპული პერსპექტივა (დაგვჩაგრეს, მაგრამ მაინც ვერ უარყვეს), ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ამ ფონზე, სრულიად გაშიშვლდა ოპოზიცია. ის, რითაც მანიპულირებდნენ და ევროპელობას ამოფარებული საუბრობდნენ, დღეს მათ რცხვენიათ იმის, რომ ზოგიერთი მათგანი ევროპაში კაბინეტ-კაბინეტში დადიოდა და სტატუსის მონიჭების წინააღმდეგ გამოდიოდა. ზოგიერთი მათგანისთვის, შესაძლოა მართლაც მიუღებელია და ახლა სურს წარმოაჩინოს თავი, თითქოს მასაც აქვს წვლილი კანდიდატის სტატუსის მონიჭებაში, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის.
ხალხი ბრძენია, შესანიშნავად არჩევს თეთრსა და შავს და ამის დასტურია ის, თუ მერამდენედ იგებს არჩევნებს „ქართული ოცნება“...
კი უნდათ, რომ ავანგარდში იყვნენ, თითქოს მათ ეკუთვნით ეს სტატუსი, თვითონ მიიღეს ამაში მონაწილეობა, მაგრამ რეალურად, ყველამ ვიცით ეს რომ ასე არ არის,“ - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.