საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „ქრონიკასთან“ აცხადებს, ოპოზიციის ნაწილს კანდიდატის სტატუსი არ უნდა.
„სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ოპოზიციის ნაწილს არ უნდა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. იციან საზოგადოების ადა ევროკავშირის განწყობა და ახლა ყველაფერს ცდილობენ, რომ თითქოს ისინიც ამ სტატუსისთვის იბრძვიან, მაგრამ „კუდი“ მაინც უჩანთ და მათ განცხადებებში ჩანს, არ უნდათ, ქვეყანამ სტატუსი მიიღოს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
„თრანზიშნ მედიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში სერგი კაპანაძე წერს, რომ ბედის ირონიით, საქართველომ შესაძლოა წელს მაინც მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ბლოკის 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი შეფასდა შესრულებულად.