logo_geo
eng_logo
გაეროში ისრაელის წარმომადგენელი: სასაცილოა, როცა რუსეთის წარმომადგენელი გვიკითხავს მორალს ადამიანის უფლებებზე, რუსეთი არის უკანასკნელი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, საერთაშორისო სამართლის დაცვა გვასწავლოს
- +

3 ნოემბერი. 2023. 22:54

გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გილად ერდანმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს, უკრაინაში საკუთარი შეჭრიდან მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე გადაიტანოს. ისრაელური მედიის ცნობით, ასე უპასუხა ერდანმა გაეროში რუსეთის წარმომადგენლის, ვასილი ნებენზიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ისრაელს საკუთარი თავის დაცვის უფლება არ აქვს.

 

 

ყველასათვის გასაგებია, როგორ იმოქმედებდა რუსეთი, თუ ტერორისტული ორგანიზაცია მის ათასობით მოქალაქეს გაიტაცებდა და მოკლავდა. სამწუხაროდ, რუსეთი იყენებს „ჰამასის“ ტერორისტულ თავდასხმას, რათა მსოფლიოს ყურადღება უკრაინაში საკუთარი შეჭრიდან გადაიტანოს“, - აღნიშნა გილად ერდანმა.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არის უკანასკნელი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ისრაელს საერთაშორისო სამართლის დაცვა ასწავლოს.

 

 

„სასაცილოა, როდესაც სწორედ რუსეთის წარმომადგენელი უკითხავს მორალს ისრაელს ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის თემაზე. იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხეს“, - აღნიშნა გაეროში ისრაელის წარმომადგენელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner