logo_geo
eng_logo
„ცაჰალი“: ჯაბალიაზე რეიდის დროს აღმოვაჩინეთ „ჰამასის“ მეთაურთა და მებრძოლთა პირადი მონაცემები, ოპერაციების გეგმები და რუკები
- +

3 ნოემბერი. 2023. 22:55

„ისრაელის თავდაცვის ძალებმა“ გაასაჯაროვეს ინფორმაცია, რომელიც ისრაელელმა სამხედროებმა ღაზის სექტორში, ჯაბალიაში „ჰამასის“ საყრდენ პუნქტზე რეიდის დროს აღმოაჩინეს.

 

 

„ცაჰალის“ განცხადებით, მსხვილ სამხედრო კომპლექსში დისლოცირებულები იყვნენ „ნუხბას“ ელიტური ჯარები და ჯაბალიას სადაზვერვო ქვედანაყოფი. „ისრაელის თავდაცვის ძალებში“ აცხადებენ, რომ ჯაბალიაზე რეიდის შედეგად მათ აღმოაჩინეს ოპერაციების გეგმები, რუკები, მეთაურობისა და მართვის სქემები, საკომუნიკაციო საშუალებები და „ჰამასის“ მეთაურთა და მებრძოლთა პირადი მონაცემები.

 

 

მათივე ინფორმაციით, მოპოვებულ მასალას ახლა ისრაელური დაზვერვა სწავლობს, რის შემდეგაც ეს მონაცემები ბრძოლებში იქნება გამოყენებული.

right_banner right_banner
არქივი
right_banner